NDI - გამოკითხულთა 48% საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარედ ტურიზმს ასახელებს

10:39 09-17-2019
17

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარედ ტურიზმს ასახელებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% ქვეყნის ეკონომიკის ძლიერ მხარედ სოფლის მეურნეობას, ხოლო 6 % ქარხნულ წარმოებასა და მრეწველობას ასახელებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.