NDI - გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს

10:33 09-17-2019
31

NDI-ის კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა 76 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62 პროცენტი ამბობს, რომ საკუთარ შემოსავალს კომუნალურ ხარჯებში ხარჯავს, ამასთან, გამოკითხულთა 38 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას წამლებში, ხოლო 30 პროცენტი საკუთარ შემოსავლებს სესხში, განვადებასა და იპოთეკაში ხარჯავს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.