NDI - 62% მიიჩნევს, რომ საკუთარ შემოსავალს კომუნალურებში ხარჯავს

10:26 09-17-2019
24

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62 პროცენტი მიიჩნევს, საკუთარ შემოსავალ კომუნალურებში ხარჯავს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ საკუთარ შემოსავალს კომუნალურ ხარჯებში ხარჯავს, ამასთან, გამოკითხულთა 38 პროცენტი მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტ თანხას წამლებში, ხოლო 30 პროცენტი საკუთარ შემოსავლებს სესხში, განვადებასა და იპოთეკაში ხარჯავს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.