ტრამპი - ომის თავიდან აცილებას ვისურვებდით

08:49 09-17-2019
66

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, როგორც ჩანს, საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე თავდასხმაზე ირანია პასუხისმგებელი.

მისივე თქმით, მას ომის თავიდან აცილება სურს. აშშ-ი კი, არ განიხილავს საპასუხო ზომებს, ვიდრე საბოლოო მტკიცებულებას არ მიიღებს, რომ საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმაზე ირანია პასუხისმგებელი.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ამის თავიდან აცილებას ვისურვებდით. მე არ მსურს ომი ვინმესთან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.