ხაშურში სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს (ფოტოები)

08:42 09-17-2019
63

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ხაშურს ესტუმრნენ, სადაც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი აშენდება, სადაც კარგი ხარისხის მოედანი და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა იქნება. დამონტაჟდება განათების სისტემა, აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები.

 

Georgian Football Federation-ს ფოტო.

 

პროექტი ასევე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას (დრენაჟი, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, ელექტრობა) და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

Georgian Football Federation-ს ფოტო.

Georgian Football Federation-ს ფოტო.

 

მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.