NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს

08:24 09-17-2019
64

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და CRRC–საქართველო დღეს მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი  ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები იქნება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი კი, 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.