დენის დარტყმის შედეგად თეთრიწყაროში მამაკაცი გარდაიცვალა

21:46 09-16-2019
157

თეთრიწყაროში დენის დარტყმის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

შსს-ში ფაქტს ადასტურებენ. როგორც „პრაიმტაიმს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.