როგორ გამოიყურება ბედიის მონასტერი ამჟამად (ფოტო-ვიდეო)

20:01 09-16-2019
43

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში კედლები თითქმის სრულად არის დაზიანებული.

განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მონასტერში ხარაჩოებია განთავსებული.

ბედიის სამონასტრო კომპლექსი ოჩამჩირიდან 25 კმ-ში, სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

ისტორიული ცნობებით, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით, 999 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ ააგო.კულტურის მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ იუნესკოსთვის ინფორმაცია მიწოდებას აპირებენ და საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას თხოვენ.

width=505

width=505

width=505

 

ავტორი: თეა შონია