ქუთაისში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

17:52 09-16-2019
17

2019 წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ქუთაისის მერის განცხადებით შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო. აღნიშნულ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაემატება.

„იგეგმება სკვერების, შადრევნის, ლიფტებისა და მოედნების მოწყობა . იგეგმება ავანგარდში სკვერის რეაბილიტაცია (497 957 ლარის ფარგლებში), ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია ( 134 510 ლარის ფარგლებში), ხარაზოვის ბაღში დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნის მოწყობა ( 336 860 ლარის ფარგლებში), ლიფტების მოწყობა-რეაბილიტაცია ( 92 305 ლარის ფარგლებში), მინი სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაცია ( 367 682 ლარის ფარგლებში).

ქალაქის მასშტაბით 9 სადარბაზოში მოწესრიგდება ლიფტი, მოეწყობა 6 ახალი მინი სტადიონი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 ძველ მოედანს. დასახელებული პროექტების ნაწილზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია,- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.