35 წლის ქალს ქმარი ბავშვების თვალწინ აუპატიურებდა - რას ყვება მსხვერპლი მოძალადე ქმარზე, რომელსაც ინგლისის სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

17:43 09-16-2019
3076

„ხუთი წლის განმავლობაში ჩემი ქმარი ყოველკვირა მაუპატიურებდა, ბავშვების თვალწინაც კი“, - ყვება გამოცემა Mirror-თან 35 წლის ჯეინ ჰანმორი.

სისტემატიური ძალადობის მსხვერპლმა პოლიციას გასულ წელს მიმართა, რის შემდეგაც მოძალადე ქმარს ბრალი ოფიციალურად წარდუგინეს. ბრაიან ჰანმორმა გაუპატიურების 5 ეპიზოდი აღიარა. ინგლისის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რატომ გადაწყვიტა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი?

„მე ვსაუბრობ, რადგან სხვა ქალებს ვაჩვენო, რომ ამ მდგომარეობიდან გაქცევა და სამართლიანობის აღდგენა გვიანი არასდროს არის“, - ყვება ჯეინი, რომელიც ძალადობის მსხვერპლს ქალებს საჯაროობისკენ მოუწოდებს სიტყვებით - „უნდა ხმამაღლა გამოვიდეთ იმ მონსტრების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენ ბოროტად გვიყენებენ“.  

„როდესაც ჩვენი ვაჟი 5 თვის იყო, მან პირველად გამაუპატიურა, რადგან სექსზე უარი ვუთხარი. ამის შმდეგ ვფიქრობდი, რომ ამზრზენი ვიყავი, მრცხვენოდა. ვინმესთვის, რომ გამემხილა, ვშიშობდი, რომ არავინ დამიჯერებდა“, - ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალი.

მე გავთავისუფლდი ბრაიანის კლანჭებიდან, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო მეტ ხანს ყოფილიყო ციხეში. ახლა მე კვლავ ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდები. გთხოვთ, ილაპარაკოთ, თუ თქვენ ბოროტად იყენებენ. ეს კაცებს უნდა უნდა ჩამოხსნათ მონსტრების ნიღაბი, რომლებიც სინამდვილეში არიან”.