საპატრულო სამმართველოს უფროსმა, დაღუპული პოლიციელის პირველკლასელი შვილი სკოლაში წაიყვანა

17:17 09-16-2019
1020

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსმა, ვასილ მუმლაძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პატრულ-ინსპექტორის, რამაზ დევაძის პირველკლასელ შვილს - მარიამს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სკოლაში წაიყვანა.width=960

პატრულ-ინსპექტორი რამაზ დევაძე 2014 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.