ოკუპირებული აფხაზეთი დიპლომატიის მთავარ ინსტრუმენტად აჯიკის გამოყენებას აპირებს

17:04 09-16-2019
71

აფხაზური აჯიკა აფხაზეთსა იტალიას შორის ურთიერთობებს განავითარებს, - ამის შესახებ „Sputnik  აფხაზიის“ რადიოეთერში ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების დეფაქტო წარმომადგენელმა კან ტანიამ ილაპარაკა. 

„ჩვენი აზრით, დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტი ეს ჩვენი სამზარეულო და მთავარი პროდუქტი - აჯიკაა. ის გარკვეულ სიტუაციაში გაგვიღებს იმ კარებს, რომელიც პოლიტიკური ღონისძიებების გატარების მიუხედავადაც არ გაიხსნებოდა“, - ფიქრობს კან ტანია. 

„სპუტნიკის“ ცნობით,  იტალიის ქალაქ დიამანტში 11-15 სექტემბერს გამართული “წიწაკის საერთაშორისო ფესტივალზე”, იტალიაში აფხაზეთის წარმომადგენლობას, სოხუმის ადმინისტრაციასა და ქალაქ დიამანტის მერიას შორის ხელი სამმხრივ პროტოკოლს მოეწერა.

ტანიას თქმით, წიწაკის შემდეგ ფესტივალზე აფხაზეთი უფრო მასშტაბურად წარდგება. მათ სურთ, რომ აფხაზურმა პროდუქციამ სერტიფიცირება მიიღოს და აჯიკას გარდა ევროპას აჩვენონ ასიძბალი, ღვინო, წყლები და სხვა.