მარკ რუფალო სუპერგმირ „ჰალკის“, ბორის ჯონსონთან მსგავსებას ეხმიანება

17:03 09-16-2019
50

მსახიობი მარკ რუფალო, სუპერგმირ „ჰალკის“ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მსგავსებას ეწინაღმდეგება.  

 width=600

CNN(ლონდონი)-ის ინფორმაციით, მსახიობი მარკ რუფალო, რომელიც განრისხებული ჰულკის(რკინის კაცი) როლს ასრულებს ფილმში „შურისმაძიებლები“, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონს იმის გამო ეხმიანება, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის ხელბორკილებისგან გაათავისუფლა, როგორც „Marvel“-ის სუპერგმირი. 

width=600

რუფალომ „Twitter“-ზე პრემიერ მინისტრს შეახსენა ჰალკის პერსონაჟის ასპექტები, რომლებიც მან უყურადღებოდ დატოვა:

„ბორის ჯონსონს ავიწყდება, რომ ჰალკი მხოლოდ ერთიანობისთვის და სიკეთისთვის იბრძვის. შეშლილი და ძლიერი, ასევე შეიძლება მკვრივი და დამანგრეველიც იყოს. ჰალკი საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც ის გუნდთან ერთობაშია და უბედურებაა, როდესაც ის მარტოა. პლუს… მას ყოველთვის ჰყავს დოქტორი ბანერი - მეცნიერებითა და გონიერებით“ - წერს რუფალო.

მსახიობმა აღნიშნა, რომ სუპერგმირი მხოლოდ სიკეთისთვის იბრძვის და უბედურება იყო, როდესაც ის გუნდის გარეშე მუშაობდა. მან დასძინა, რომ მისი რისხვა და ინტელექტი ეწინააღმდეგება, ცნობილი ფიზიკოსის, დოქტორ ბრიუს ბანერის ალტერ ეგოს(მეორე პერსონალი).

width=600

რუფალომ ასევე გააფრთხილა, რომ გიჟიც და ძლიერიც შეიძლება იყოს მკვრივი და დამანგრეველი.

მარკის მიმართ პასუხი, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჯონსონმა ბრიტანულ გაზეთს ინტერვიუ მისცა: 

width=600 

”დოქტორ ბანერი, შეიძლება კავშირში იყოს ხელბორკილებთან, მაგრამ თუ პროვოცირება მოხდება, აფეთქდება. ჰალკი ყოველთვის გარბოდა, რაც არ უნდა მჭიდრო კავშირში ყოფილიყო - და ამ ქვეყნისთვის კი, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ”

ჯონსონის მესიჯი ჰალკ-ესკის მანევრით იყო, რომ ბრიტანეთი, ევროკავშირს 31 ოქტომბრამდე დატოვებს.

დაუნინგ სტრიტმა, „CNN“-ს კომენტარზე უარი განუცხადა.  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე