„პოკემონების“ მთავარი გმირი ჩემპიონია - ამისთვის სულ რაღაც 20 წელი დასჭირდა

16:44 09-16-2019
49

ანიმე სერიალ „პოკემონის“ მთავარმა გმირმა ეშ კეტჩუმმა ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვა პოკემონების მწვრთნელების კონკურსზე. ამისთვის მას 20 წელი და ათასი ეპიზოდი დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი მაყურებელი უკვე გაიზარდა, შეიძინა ოჯახი, თუმცა ეში სიუჟეტის მიხედვით ფაქტობრივად არ გაზრდილა.

მთავარი გმირი ბევრჯერ დამაცხდა ტურნირში. იკავებდა ან მეთოხე ან მერვე ადგილს. 

ფინალური ეპიზოდის გამოსვლიდან რამდენიმე საათში ეშის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მსოფლიო ტრენდებში მოხვდა. სოციალურ ქსელში მომხმარებლები გმირს სანუკვარ გამარჯვებას ულოცავენ.