კალაძე - თუ კერძო ინვესტიციას უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ანაკლიის პროექტი, არ გამოვა

16:30 09-16-2019
14

თბილისის მერის,კახა კალაძის თქმით, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებები ჭორაობას ჰგავს.

თუ კერძო ინვესტიციას უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ანაკლიის პროექტი, არ გამოვა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოსდამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენთ ჭორაობას. პირველი, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი პროექტების განხორციელება. ვიცით, რომ არის კერძო ინვესტიცია. მაგრამ კერძო ინვესტიციას თუ უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ეს კონკრეტული პროექტი, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს ხარჯით და გარანტიებით განახორციელოს, ეს არ გამოვა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განახორციელოს პროექტი, თუ იქნება სახელმწიფო გარანტიები. შესაბამისად, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.სახელმწიფო ყოველთვის იქნება დაცული, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები ყოველთვის იქნება დაცული, თუ ამ პროექტის განხორციელების რესურსი მათ გააჩნიათ ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა. ეს არის კერძო ინვესტიცია, ყველანაირად არის ხელშეწყობა, რომ პროექტი განხორციელდეს, მაგრამ არა სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე, – განაცხადა კახა კალაძემ.