რუსთავში ორი მიკრორაიონი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი

16:12 09-16-2019
19

„ევროპული საქართველო“ რუსთავის მერიას მეშვიდე და მერვე მიკრორაიონებში არსებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის დაჩქარებას სთხოვს.

ნინო იმედაშვილის განცხადებით ორ მიკრორაიონში ამ დრომდე არ არსებობს არცერთი სააღმზრდელო დაწესებულება, რის გამოც მშობლებს ბავშვების წაყვანა მეზობელ უბნებში უწევთ, „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მერიას პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა შეედგინა, რისთვისაც ტენდერიც გამოცხადა, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ არსებობს, თანხები კი გამოყოფილია.

ნინო იმედაშვილი რამდენიმე ადგილობრივთან ერთად დღეს უმოქმედოდ დარჩენილ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ბაღის აღდგენის მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, მოსახლეობის წერილობითი თხოვნა კი, რამდენიმე დღეში ადგილობრივ მთავრობას გადაეგზავნება.

ნინო იმედაშვილის განცხადება პოლიტიკური სპეკულაციაა, რადგან აღნიშნულ მიკრორაიონებს საბავშვო ბაღის პრობლემა ათი წელია რაც აწუხებთ და არასდროს დაინტერესებულა ის ამით, ასე გამოეხმაურა რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ამირან ჯანჯღავა „ევროპული საქართველოს“ დღევანდელ განცხადებებს, ჯანჯღავას თქმით მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების მოსახლეობა განახლებული საბავშვო ბაღით სარგებლობას 2020 წელს შეძლებენ.

უკვე არსებობს გამარჯვებული კომპანია, რომელიც საპროექტო ნახაზებს გააკეთებს, ნახაზების შედგენა დროში გეოლოგიური დასკვნის გამო გაიწელა.

„მომავალ წელს ქალბატონ იმედაშვილს ბაღის გახსნაზე პირადად დავპატიჯებ, - თქვა ჯანჯღავამ,რომელიც მეშვიდე და მერვე მიკრო რაიონების მაჟორიტარი დეპუტატია საბავშვო ბაღის აღდგენა კი მისი ერთ ერთი საარჩევნო დაპირებაა.