14 წლის ბიჭის სკანდალური ჩვენება - მამამ ჯაჭვი ყელზე შემომახვია, მერე ისევ საწოლის ფეხზე მიმაბა

15:26 09-16-2019
1250

მამა, რომელიც შვილზე ძალადობდა და მოზარდი ჯაჭვით დააბა, დაკავებულია. ის უკვე მსჯავრდებულია.

„იმედის კვირამ“ გამოაქვეყნა ექსკლუზურად მოპოვებული ფოტო, რომელზეც სწორედ ის შემზარავი ფაქტია აღბეჭდილი.

გარდა ამისა, გავრცელდა ამონარიდი ბიჭის ჩვენებიდან, რომელიც ჰყვება, თუ როგორ ძალადობდა მამა შვილზე.

„მამაჩემმა მაისში ორჯერ დამაბა. ჩვენი საცხოვრებლის ეზოში, ვაზის ტალავერზე ჯაჭვით. მან ამ დაბმით დამსაჯა იმის გამო, რომ გარკვეული პერიოდის წინ, მოვიპარე სახლიდან ფული. თუმცა იგი სხვა დროსაც არაერთხელ გამბრაზებია. ხშირად მეჩხუბებოდა, მიყვიროდა და აგრესიულად იყო განწყობილი. მე მის სიყვარულს ვერ ვგრძნობდი. მიშლიდა ბურთის თამაშს, ეზოდან როცა გავდიოდი საცემრად იწევდა...

სახლში შემიყვანა. ჯაჭვით დამაბა. დაბმის შემდეგ მაჭამა ყველი და პური. დაახლოებით 21 საათისთვის დაძინება დავაპირე და მამაჩემმა ფეხზე მომხსნა ჯაჭვი და ყელზე შემომახვია. მერე ისევ საწოლის ფეხზე მიმაბა ისე, რომ ვერ გავხსნიდი, რადგან ბოქლომი ედო. მთელი ღამე ჯაჭვით დაბმულს მეძინა. მერე დილით ისევ ტალავერზე უნდა დავები. მე დავიწყე ტირილი და ვუთხარი, რომ ასე არ შემეძლო. ფეხზე შემოხვეული მქონდა ტომარა, რომ დაზიანება არ შემტყობოდა., -წერს ბიჭი ჩვენებაში.