ნაქირავები ნავით მოგებული სამი ოქროს მედალი - 15 წლის ქართველი ნიჩბოსნის ტრიუმფი სლოვაკეთში

15:16 09-16-2019
132

ქართველმა ნიჩბოსანმა სლოვაკეთში სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა მაისაია წერს. აღსანიშნავია, რომ 15 წლის ნიჩბოსანს საკუთარი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნავი აქამდე არ ჰქონია. 

„არასდროს, საქართველოს სახელით მოასპარეზე არც ერთ ნიჩბოსანს არ აქვს მოგებული ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) შეჯიბრის სამივე დისტანცია!

მაშინ როცა უმაღლესი დონის შეჯიბრებებზე ჩემპიონსა და პრიზიორებს შორის სხვაობა წამის მეასედებია და ხშირად ფოტოფინიშით ადგენენ გამარჯვებულს ალექსი თითქმის ყოველთვის რამდენიმე წამს უგებს მეორე ადგილოსანს.

სამივე დისტანციის შესარჩევიდან საუკეთესო დროით პირდაპირ გადავიდა ფინალში.

ალექსის ფედერაციამ გადასცა ახალი ნიჩაბი!

თუმცა მინდა ისიც დავწერო, რომ ალექსის არ აქვს საკუთარი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნავი და შეჯიბრებს იგებს ადგილზე ნაქირავები, ზოგჯერ მისი წონისთვის შეუსაბამო ნავებით, იმედია მალე საკუთარი ნავიც ექნება“ - წერს ლაშა მაისაია.