რატომ გაქრნენ ციცინათელები

15:05 09-16-2019
421

ალბათ, ამ სტატიის მკითხველების უმეტესობას, ბავშვობაში ციცინათელების დევნაში დიდი დრო გვაქვს გატარებული. ის ერთგვარი გართობაც იყო და საოცრად ალამაზებდა ციმციმა ყვითელი შუქები ბნელ ღამეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ციცინათელები ფაქტობრივად აღარ ჩანან. უცხოური გამოცემები, წერენ, რომ ამ ფაქტს მეცნიერებიც აკვირდებიან. ციცინათელების პოპულაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცირდება.

სტატიის მიხედვით, ციცინათელების პოპულაციის სწრაფი კლება ადამიანის ჩარევას უკავშირდება. 

ციცინათელებისთვის ხელოვნური სინათლის წყაროები უდიდეს საფრთხეს შეიცავს, რადგან ისინი ციმციმს პოტენციური მეწყვილეების მისაზიდად იყენებენ, ხოლო ხელოვნური სინათლეები კი მათი გამრავლების პროცესს ხელს უშლის. 

ციცინათელების გამრავლებას ხელს ისიც შეუწყობს, თუ ხელოვნური განათებისა და პესტიციდების გამოყენებას შეზღუდავთ.

თუ თქვენ ქალაქგარეთ, ეზოიანი სახლში ცხოვრობთ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ციცინათელებს დაეხმაროთ. ამისთვის საჭიროა ეზოდან ხის ნარჩენებისა თუ ფოთლების გატანა არ იჩქაროთ, ან პატარა აუზი გააკეთოთ, ამით ციცინათელებს მოიზიდავთ.