10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა

14:20 09-16-2019
867

მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, პაატა თაბუკაშვილი ბათუმის პორტში, იმ დროს დააკავეს, როცა ის საქართველოს დატოვებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, თაბუკაშვილი თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ნათია სამხარაძე 5 და 9 წლის შვილებზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

მამაკაცი ამტკიცებდა, რომ სამხარაძე შვილებს ფულის გამოსაძალადაც იყენებდა. თავის მხრივ, ყოფილი ცოლი თაბუკაშვილს ძალადობაში ადანაშაულებდა.