გაათავისუფლებენ თუ არა კულტურის სახლის თანამშრომელ ქალს, რომელმაც ჟურნალისტს აგინა

13:13 09-16-2019
1138

საჩხერის კულტურის სახლის თანამშრომლის რუსუდან გელბახიანის ვიდეო, რომელზეც ის ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს, სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა.

ინციდენტი „პატრიოტთა ალიანსის“ მიტინგზე მოხდა, რომელიც აშშ-ის საელჩოსთან იმართებოდა. 

„პრაიმტაიმი“ საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დირექტორს ონისე ჭიღლაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვიპასუხა, რომ ამ ვიდეოს შესახებ იცის და ეს „ნამდვილად არასასიამოვნო შემთხვევაა“, თუმცა რუსუდან გელბახიანის გათავისუფლებას არ აპირებს, რადგან ამის უფლება არ აქვს.

კითხვაზე გამოუწერენ თუ არა შენიშვნის სახით ოქმს, საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დირექტორი ამბობს, რომ ეს კარგი იდეაა და შეიძლება ამის გაკეთება.