თეთრიწყაროში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა

12:47 09-16-2019
25

ქალაქ თეთრიწყაროში 15 სექტემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობების, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ და კომპანია „არ-ემ-ჯის“ მიერ ორგანიზებული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად.

კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმის ფარგლებში, ღონისძიებაზე მისულმა ადამიანებმა სხვადასხვა სანახაობრივი და გასართობი პროგრამები (სახელოვნობო და შემოქმედებითი) იხილეს. ფორუმის მსვლელობისას წარმოჩენილი იყო კულტურული მემკვიდრეობის პავილიონები.  ასევე, მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულები სპეციალური სივრცეებით იყვნენ წარმოდგენილები, სადაც ტრადიციული რეწვისა და აგროსამეწარმეო პროდუქტებთან ერთად წარმოჩენილი იყო ეთოგრაფიული მასალები. ცალკე სივრცე იყო დათმობილი აფხაზეთისა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არტეფაქტების მასალებს. 

​ფორუმს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ძეგლთა დაცვის პროცესში საზოგადოების და ბიზნესის ჩართულობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ჩვენი მოვალეობაა მომავალ თაობებს უკეთეს მდგომარეობაში გადავცეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. 

„წარსული თუ მხოლოდ წარსულში რჩება ის ნახევრად მკვდარია, მაგრამ მისი გაცოცხლების მომენტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის, ომისა და ოკუპაციის შემდეგ გვაძლევს მომავლის რწმენას, რომ კიდევ მრავალი საუკუნე ვიქნებით, ვიარსებებთ, რადგან კიდევ შეგვიძლია ამ ყველაფრის გადარჩენა და დაფასება“, - განაცხადა პრეზიდენტმა და  ძეგლთა დაცვის სააგენტოს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა.

,,მე ვიქნები სააგენტოსა და იმ მუნიციპალიტეტების გვერდით, რომლებიც დაიწყებენ კულტურაში ფინანსური რესურსის ჩადებას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებლობის აღებას. ეს მხოლოდ სააგენტოს საქმე არ არის, ეს მთელი ქართული საზოგადოების საქმე და პასუხისმგებლობაა, რადგან ეს ჩვენი ისტორიაა, რომლითაც უნდა გავიდეთ ევროპაში”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

​სალომე ზურაბიშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა კომპანია ,,არ- ემ- ჯის” გარემოს დაცვისა და ძეგლთა დაცვის საქმეში ჩართვისათვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და საჭიროა ქვეყნისა და რეგიონისათვის. 

საყდირისის კომიტეტის“ წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძლედება

„ვფიქრობთ, რომ ასეთი ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ქვეყანაში აღარ დადგეს არჩევანი ბიზნესი თუ მემკვიდრეობა?, კეთილდღეობა თუ მემკვიდრეობა და ა.შ. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ქვემო ქართლის კულტური მარშუტების პოპულარიზაცია. გვინდა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს მხარე“ - ამბობს ნინო ბურჭულაძე. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქვემო-ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობების, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ და კომპანია „არემჯის“ მიერ ორგანიზებული კომპლექსური ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის ყველა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და მთავარი გამოწვევები გაეცნო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 9 თვიანი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ასევე, საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენელმა ისაუბრა მემკვიდრეობასა და  გამოწვევებზე, მომხსენებელი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და  არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანაშვილმა სამშვილდის ექსპეტიციაზე ისაუბრა. 

ფორუმის ფარგლებში ბარათაშვილის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.