კაცმა სიდნეიში ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

12:46 09-16-2019
129

41 წლის მამაკაცმა საკუთარ ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ინციდენტი სიდნეიში, ცოლ-ქმრის კუთვნილ სახლში მოხდა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. 

41 წლის კულვინდერ სინგჰს 32 წლის მეუღლის პარვინდერ კაურის მკვლელობა ედება ბრალად.

2013 წლის დეკემბერში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღემდე მიმდინარეობს

გუშინდელ სხდომაზე ქმარმა განაცხადა, რომ მას სრული უფლება ჰქონდა საკუთარ მეუღლეზე ეძალადა და სურვილის შემთხვევაში მისთვის დაერტყა კიდეც. გარდაცვლილის ძმა იხსენებს რომ ერთხელ ცოლ-ქმრის ჩხუბს შეესწრო. 41 წლის მამაკაცი საკუთარ მეუღლეზე იმის გამო ძალადობდა, რომ მან ბანკის ანგარიშზე ქმრისგან დამოუკიდებლად ფულის განთავსება გადაწყვიტა. სწორედ მაშინ უთხრა კულვინდერ სინგჰმა ცოლის ძმას, რომ წყვილის საქმეში არ ჩარეულიყო, რადგან მას საკუთარი ცოლის ცემის სრული უფლება ჰქონდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ 41 წლის მამაკაცი პარვინდერ კაურის ხშირად სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. სწორედ ამის გამო, ცოლს ქმრისგან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ ცეცხლმოკიდებული ახალგაზრდა ქალი სახლიდან გაიქცა. ექიმების განცხადებით, მას სხეულის 90%-ზე მძიმე დამწვრობა აღენიშნებოდა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ინციდენტიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

სინგჰი ცოლის მკვლელობას უარყოფს და ამტკიცებს, რომ როდესაც ცოლი ნახა, მას ცეცხლი უკვე წაკიდებული ჰქონდა. მომხდართან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გრძელდება.  

ავტორი: მარიამ გიგანი