გველოდებოდნენ, ღამით არ ეძინათ .... დღეს სკოლაში სიხარულით გაქანდნენ“ - აკა სინჯიკაშვილი

12:19 09-16-2019
155

სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, მშობლებს და შვილებს, სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და საზოგადოებას სოციალურ ქსელის საშუალებით, მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის:

  width=600

„წუხელ დავამთავრეთ სასკოლო ნივთების, ტანსაცმელის და ფეხსაცმელის დარიგება თბილისში, რუსთავში, ქარელში და ბოლოს ჭიათურაში. მოვასწარით ყველგან მისვლა და როგორ გველოდებოდნენ არ იცით, ღამღამობით არ ეძინათ არცერთ სახლში   ერთი ფერადი საფანქრე, ერთი სახატავი რვეული ან ახალი ფერადი მაისური როგორ აბედნიერებს ბავშვს ვერც წარმოიდგენთ. სათითაოდ დამაბარეს მადლობა თქვენთან, ქაღალდზე წერილებიც დამიწერეს, ამაღამ წავიკითხავ.

დილას ანოსაც ჩამოვასწარი და თუ მჯეროდეს, რომ ჩემი შვილი მეორე კლასშია. ბედნიერი სასწავლო წელი გქონდეთ შვილებსაც და მშობლებსაც. ასზე მეტი ბავშვი სკოლაში ვერ მიდიოდა, დღეს კი სიხარულით გაქანდნენ... ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს.

დიდი მადლობა.

#სიკეთეგადამდებია“ - წერს სინჯიკაშვილი.

ავტორი: რუსა ღვანიძე