VIDEO: მამის მეგობრების სიურპრიზი ბავშვებს - ავღანეთში მებრძოლების შვილების პირველი დღე სკოლაში

11:52 09-16-2019
270

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამის მეგობრებმა მიიყვანეს.

სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა, რომელთა მამებიც ქვეყნიდან შორს, სამშვიდობო მისიებში იმყოფებიან, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყეს.

მამის მეგობრებმა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მამის მეგობრების, სიურპრიზი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა.