მარნეულში ახალი სკოლა გაიხსნა (ფოტოები)

11:25 09-16-2019
120

მარნეულში ახალი სკოლა გაიხსნა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ.

ნომერ პირველი საჯარო სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლა აღჭურვილია კომპიუტერებით და ყველა საჭირო ინვენტარით.

მარნეულის მერის ზაურ დარგალის თქმით, მომდევნო წლებში მუნიციპალიტეტში კიდევ ათამდე ახალი სკოლა აშენდება, ხოლო რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება ორ სასწავლო დაწესებულებას.

გუბერნატორის განცხადებით კი ქვემო ქართლის რეგიონში ყველა საჯარო სკოლამ დღეს შეუფერხებლად დაიწყო მუშაობა.

მარნეულის პირველი საჯარო სკოლა ათეული წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო განათლების და მეცნიერების სამინისტრის ჩართულობით სკოლა მთლიანად დაინგრა და მის ადგილას ახალი ორ სართულიანი შენობა აშენდა.

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი