მომღერალმა სემ სმითმა მოითხოვა, რომ მას მიმართონ ნაცვალსახელით „ისინი“

10:00 09-16-2019
45

მომღერალმა სემ სმითმა საკუთარ ფანებს სთხოვა, რომ მას მიმართონ ნაცვალსახელით „ისინი/მათ“ და არა „ის“. 

პოპვარსკვლავი ამბობს, რომ „საკუთარ სქესთან დიდხნიანი ომის შემდეგ, გადაწყვიტა მიიღოს საკუთარი თავი „ისეთად, როგორიც არის“.

6 თვის წინ სმითმა თქვა, რომ ის თავს არ გრძნობს არც კაცად და არც ქალად, არამედ „სადღაც შუაში ცხოვრობს“.