მიხეილ ბატიაშვილი საზოგადოებას განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს

08:21 09-16-2019
36

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს საზოგადოებას განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს. პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში 15:00 საათზე დაიწყება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრება.