საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება

07:58 09-16-2019
29

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი იწყება. ქვეყნის მასშტაბით 55 000-მდე პირველკლასელი სწავლას იწყებს. მათგან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძოში - 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა.

სწავლის დაწყება საქართველოს 19 საჯარო სკოლაში გადაიდო. სწავლის პროცესი სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“.

ასევე საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელსა და კლასის დამრიგებლებს უფასოდ დაურიგდათ განახლებული  „ბუქები“, რომელშიც ორჯერ გაზრდილია ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკის მოცულობა.