სულ უფრო მეტ ადამიანს სურს რესტორანში მარტო სიარული - კვლევა

00:55 09-16-2019
90

დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი დადის რესტორანში და სამოგზაუროდ მარტო. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცების 72% რესტორანში მარტო დადის, ქალების შემთხვევაში კი პროცენტული მაჩვენებელი 57%-ია. ორივე სქესის რესპონდენტების 45%-მა კაფეში მარტო იშვიათად ჭამს, ყოველი მეხუთე კი რეგულარულად. 

როგორც გერმანული გამოცემა წერს, იმის მიზეზი თუ რატომ ამჯობინებენ ადამიანები რესტორანში მარტო სიარულს, ბევრი შეიძლება იყოს. მაგალითად ის, რომ ხალხში გაერიონ, ან პირიქით - რამდენიმე საათი მარტო იყვნენ. ან სულაც ეზარებათ საჭმლის მომზადება, - წერს გამოცემა. 

ონლაინ-ჯავშნების ვებგვერდ OpenTable-ის თანახმად, 2014-2018 წლამდე პერიოდში ერთ ადამიანზე დაჯავშნული მაგიდების რაოდენობა 321%-მდე გაიზარდა.

წყარო: stern.de