ნანუკა ჟორჟოლიანი „სირცხვილიას“ ორგანიზატორს მიმართავს

00:03 09-16-2019
5676

მინდოდა მომეწერა როგორ შეიცვალე და გაიზარდე - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნოდარ რუხაძეს მიმართა.

„იმ დღეს კადრებში გიყურებდი, მთელი ზაფხული რუსთაველზე დგომით გათანგული მტკიცედ მიჰყევი ბოლომდე ე.კ-ს. საყვირმა გაგყიდა, რომ ძალიან გაბრაზებული იყავი:) ისე გემრიელად უსტვენდი. მერე მინდოდა მომეწერა როგორ შეიცვალე და გაიზარდე. ისიც მინდოდა მეთქვა რა მაგარი ბიჭი ხარ. და თურმე დამავიწყდა.

ჰოდა აჰა, გწერ.“ - წერს ჟორჟოლიანი.