საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენა გაიმართა

23:39 09-15-2019
54

ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა. მონეტა დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ამ მონეტის წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი - სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი - ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს.

რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“.

გამოფენა საქართველოში ბრიტანული სეზონის ფარგლებში იმართება, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ პროგრამას 60-ზე მეტი ღონისძიებით. სეზონი ერთობლივად ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

დავით აღმაშენებლის მონეტაჟი როგორც მუზეუმში, ასევე ინტერნეტსივრცეში სპეციალურად შექმნილ ახალ ციფრულ პლატფორმაზეა შესაძლებელი – www.britishcouncil.ge/en/king-david.

დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენა 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.