კიტოვანთან ანგარიშსწორება არასამართლიანია - რევაზ არველაძე

23:32 09-15-2019
231

„აფხაზეთში არეულობის დაწყების დროს, თენგიზ კიტოვანი იქ საკუთარი სამხედრო ნაწილებით იყო შესული, რომ რკინიგზა დაეცვა და ამის შემდეგ ის უბედურება და სისხლისღვრა დაიწყო, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, თავიდან ბოლომდე, რუსული სცენარით მიმდინარეობდა. კიტოვანი აქეთა მხარეს სარდლობდა და ის, ვინც აფხაზეთის მხარეს იყო, ქართველებმა რომ დაიჭირონ და შეურაცხყოფა მიაყენონ, სწორი არ იქნება, - აღნიშნა, „რეზონანასთან საუბრისას, პარლამენტის წევრმა, რევაზ არველაძემ.

იგი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელიც სავაეაუდოდ რუსეთშია გადაღებული. მასში აფხაზი ეროვნების მოქალაქე დასცინის და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მატარებელში შემთხვევით შეხვედრილ თენგიზ კიტოვანს.

ვიდეოს ავტორის თქმით, იგი საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილ მეთაურს ფიზიკურადაც გაუსწორდა, თუმცა, ეს, უკვე, ვიდეოთი აღარ გადაუღია.

რევაზ არველაძემ ასევე დაამატა, რომ ამ ტიპის ანგარიშსწორებები არასამართლიანი და უკანონოა.