ჰონგ-კონგში პოლიციამ საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით და ცრემლმდენი გაზით დაშალა

23:13 09-15-2019
43

ჰონგ-კონგში პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც სამთავრობო შენობის წინ აალებად ბოთლებს ისროდნენ.

საპროტესტო მარშმა შეაფერხა ტრანსპორტი და ქალაქის ცენტრში მდებარე მრავალი მაღაზია იძულებული გახდა, დახურულიყო. მარშის მონაწილეები შეჩერდნენ ბრიტანეთის საკონსულოს წინ, ისინი ბრიტანეთის დროშებს იქნევდნენ და ბრიტანეთის ჰიმნს მღეროდნენ.

დემონსტრანტმა აგურები და აალებადი ბოთლები დაუშინა სამთავრობო შენობებს. დაშავებულთა და დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო საპროტესტო აქციების ტალღა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის გამო, რომლითაც ზოგიერთ შემთხვევაში ნებადართულია დაკავებული პირების ჰონგ-კონგიდან ჩინეთის ძირითად ნაწილში გადაყვანა სასამართლოსთვის. ამის შემდეგ მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, მაგრამ საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მოთხოვნები გააფართოვეს - ისინი პირდაპირ არჩევნებს და პოლიციის მეტ ანგარიშვალდებულებას მოითხოვენ.

მას შემდეგ, რაც საპროტესტო ტალღა დაიწყო, 1300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.