ვინც იცის მე რა ჩამოსხმა ვარ, ეგრევე მიხვდება რა ქარბორბალაც დავატრიელე - მანჩო გიორგობიანი კიტოვანის შესახებ წერს

22:23 09-15-2019
19607

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი თენგიზ კიტოვანზე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

„რადგან ფართო საზოგადოება მყავხართ, ჩემი , აფხაზეთში ნაბრძოლი მეგობრების -პოსტ-კომენტარებს მოგართმევთ აქ... (გრამატიკას ნუ მიაქევთ ყურადღებას, ემოციურ ფონზეა..)

აქვე დავამატებ, რომ ვლადისლავ არძინბას ძალაუფლებისკენ გზა გაუკვალა ზვიად გამსახურდიამ და თენგიზ კიტოვანიც ზვიად გამსახურდიამ დანიშნა თავდაცვის მინისტრად! სიგუაზე და მრგვალი მაგიდის დანარჩენ ოპოზიციურ დანაყოფზე რომ აღარ ვილაპარაკო...
ჯაბა იოსელიანი მხედრიონით გვიან, 27-ში შეუერთდა ბრძოლებს...

Davit Akhrakhadze - დავით ახრახაძე

ისე სანამ ნამდვილი და უახლესი საქართველოს ისტორია დაიწერება და შავს შავი დაერქმევა და თეთრს თეთრი... პაწა ტვინი გაარყიეთ და დაფიქრდით. მართლა გგონიათ რომ კიტოვანის უფლება იყო აფხაზეთში ომის დაწყება??? ეს მას შეეძლო?? ისე აგინებთ კიტოვანს ვითომ მე დავნიშნე ეს მხატვარი კაცი ეროვნული გვარდიის მეთაურად და ამ მხატვარმა კაცმა ერთ დღეს გაბრაზდა მიუხტა პრეზიდენტს, . ჩამოაგდო..... მერე რამდენიმე თვეში ხოში ქონდა და აფხაზეთში ტყუილად, საბაბის გარეშე შევარდა, გამოუცხადა ომი ''მშვიდობიან'' გლეხ აფხაზებს რომლებიც სუ წყნარად ისვენებდნენ ჩრდილში ხომ??? ასე გავიგე???? ამ ერთი კაცის, კიტოვანის გადასაწყვეტი იყო გგონიათ მაშინ რუსეთ, საქართველოს, მთელი კონფედერაციის ომის დაწყება???? დიდი სტრატეგი რომ არ იყო ეს კი ვიცით მარა..... ვინც დანიშნა იმას რაა???? მხატვრის მეტი კაცი რომ ვერ მონახა იმ ვიღაცამ... ამაზე არაფერს რომ არ ამბობთ ის მიკვირს მე , თუმცა არ მიკვირს..... უბრალოდ ფაქტი ისაა რომ გაგებაში არ ხართ რა ხდებოდა იმ პერიოდში ქვეყანაში.... ტელევიზია არა, რადაიო არა, ინტერნეტი არა.... ხალხი გადასული იყო ვაჭრობაზე, ქარხნების დაშლაზე, თურქეთში წიაღისეულის და ხარახურის გატანაზე...... აი ამიტომ არ იცით რეალობა რა იყო და ამ ჭორებს გადაცემთ შემდეგ თაობებს...... იმდენად ბოთე ხალხი ხართ ბარეორი, რომ გგონიათ, თუ არ იქნებოდა კიტოვანი, ომი არ დაიწყებოდა......
ბიჯო! კაი კიტოვანმა რო ჯარი შეიყვანა მაშინ აფხაზეტის ტერიტორიაზე.... ცეცხლი ვინ გაუხსნა ?? ცოტა მეტი თვალი რომ გაგეხილათ ალბათ აფხაზურ ჯარსაც დაინახავდით იქ და უკვე წლების წინ დაწყებულ აფხაზების შეიარაღებასაც შეამჩნევდა კაცი..... მაგრამ ძალიან ცოტას გახსოვთ ლიხნის მოვლენები, ღალიძგის მოვლენები..... არ გეცალათ პატივცემულებო მაშინ თქვენ საქართველოს თავს რა ხდებოდა იმისთვის რომ თვალი გედევნებინათ და უბრალოდ დაბალი ღობე ნახეთ კიტოვანი.... ადვილია 80 წლის კაცის წიხლის დაჭერა და მასზე ყველაფრის გადაბრალება.... მოდი რა... ჯერ ვინც ის მაგ ადგილზე დანიშნა იმას მოკითხეთ პასუხი!
და გუშინ იმ აფხაზს კი მივწერე და დამბლოკა.... ცე ჰეპატიტს და შიდს ვინც გადაუჩებით ერთ გალიაში ჩაგსვამენ რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს რა ღლე ერიც ყოფილხართო......
რა გიხარიათ 81 წლის კიტოვანს ვიღაც რუსის ჩექმის ქვეშ დამონებულმა და სომხების მონა ახალგაზრდა აფხაზმა რომ მოერია???? ლატენტური მოღალატეები ხართ თქვენ! ან უვიცები..... (აირჩიეთ)
პ.ს.
ძაან სკლეროზიანებმა ბარემ ესეც იცოდეთ .....როცა კიტოვანი ედიკას თანხმობის გარეშე , მაინც შევიდა სოხუმში, სოხუმი უკვე გამოცხადებული ჰქონდათ კინფედერატების დედაქალაქად და ფაფახიანი გადამთიელები იარაღით დადიოდნენ.

Malkhaz Chemia - მაალხაზ ჩემია

დაამატე დავით, რომ როცა კიტოვანი ედიკას თანხმობის გარეშე , მაინც შევიდა სოხუმში, სოხუმი უკვე გამოცხადებული ჰქონდათ კინფედერატების დედაქალაქად და ფაფახიანი გადამთიელები იარაღით დადიოდნენ. გრუს პროექტი იყო

Ira Gogosashvili - ირა გოგოსაშვილი

აი ეგ ყრილობა მე გადავიღე სოხომში სტადიონზე სადაც სოხუმი კონფედერაციის დედაქალაქად გამოაცხადეს! იქ პატარა შეხლა -შემოხლაც მოხდა...სერგეი შანბას რომელიც ჩემს გვერდით იდგა ქართულად შევეკითხე რაღაც და მანაც ქართულად მიპასუხა... მისი სეპარატისტი ძმა ტარას შამბაც იქვე იდგა და ,,ნემედლენნო პრიკრატი სვოი საბაჩიი ლაი,,ო ხმამაღლა დამიყვირა..... ახლა ვინც იცის მე რა ჩამოსხმა ვარ, ეგრევე მიხვდება რა ქარბორბალაც დავატრიელე. ჰოდა მოგვიანებით მუსა შანიბოვმა(კონფედერაციის თავმჯდომარემ) განმუხტა სიტუაცია,იქამდე ვიცნობდი გროზნოში ჩავწერე მასთან ინტერვიუ ,,საღამო მშვიდობისასთვის“ - წერს მანჩო გიორგობიანი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მიაყენეს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ჯგუფებში გააზიარეს.

კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებში მონაწილეობის გამო მიაყენეს. ინციდენტი მოსკოვში, სავარაუდოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა.