მეტროს ლიანდაგში ჩავარდნილი კაცი მართვის სუნთქვაზეა

21:51 09-15-2019
489

მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა თეონა ხუნჭუამ განუცხადა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ის კომატოზური მდგომარეობაშია, სახეზეა მრავლობითი ტრავმული დაზიანებები. ჩატარებული კვლევებით არის ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ცელებრული შეშუპება, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, სახის ძვლებისა და ქალა-სარქველის მოტეხილობა, ასევე პაციენტს აღენიშნება ბარძაყის მოტეხილობა... მდგომარეობა საერთო ჯამში უკიდურესი სიმძიმისაა. მართვით სუნთქვაზეა პაციენტი. პაციენტი პროგნოზულად ამ ეტაპზე არასაიმედოა “, - განაცხადა თეონა ხუნჭუამ.

რამდენიმე საათის წინ მეტროსადგურ „სამგორში ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა.