NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს 19 სექტემბერს გამოაქვეყნებს

18:59 09-15-2019
56
თეგები: NDI

17 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები.

NDI -ის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევის პრეზენტაცია 10:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს (ხუთშაბათს) გამოქვეყნდება.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.