რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

17:42 09-15-2019
21

ხობელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალურ შეხვედრაში, 59 წამში ყაზახ ზაკანშას ძლია 9:0. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა საქართველოს 12-წლიანი პაუზის შემდეგ ოქროს მედალი მოუტანა.

ნუგზარ წურწუმია ევროპის ორგზის ჩემპიონია. ასევე მსოფლიოს ჩემპიონია 23 წლამდელ მოჭიდავეთა შორის.

ავტორი: თეა შონია