შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა

16:08 09-15-2019
26

14 სექტემბერს, წელს უკვე მესამედ, ბოსფორის სრუტის გავლით, შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის სამხედრო გემი USNS Yuma T-EPF-8 შემოვიდა.

„Yuma სწრაფმავალი საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდია, რომლის დანიშნულებაც ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკისა და მომარაგების სწრაფი გადატანაა.

გემს შეიარაღებაში აქვს 4 მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი M2, აგრეთვე მის გემბაზე ვერტმფრენის დასაფრენი მოედანია განთავსებული.

როგორც ცნობილია, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აშშ და NATO შავი ზღვის აუზის გაძლიერებულ მონიტორინგს ახორციელებენ.