დეტალები იმ კომპანიის შესახებ, რომლის თანამშრომელიც იყო გარდაცვლილი მუშა

15:33 09-15-2019
136

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია.

კომპანია „ენ ეს გრუპი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A და E კორპუსებს შორის ეზოების მოწესრიგებისა და საკანალიზაციო ქსელის გამოცვლის სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის თანახმად მათ 600 ათასი ლარის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ, პროცესი ოქტომბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა.

რაც შეეხება კომპანიის შესახებ tendermonitor.ge-ზე არსებულ ინფორმაციას. კომპანია „მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოებს“ აწარმოებს. კომპანიას სულ 67 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და 31%-ში გაიმარჯვა.