ნიკოლ ანთაძე - ბედიის მონასტერში მიმდინარე წირვა-ლოცვა არალეგიტიმურია

15:17 09-15-2019
56

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ბედიის მონასტერთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ეხმაურება.

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ტერიტორიზე წირვა ლოცვა არალეგიტიმურად მიმდინრეობს, ანთაძის თქმით, გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ხარაჩო, რომელიც მონასტერში შარშანაც იყო, რაც ნიშნავს, რომ ტერიტორიაზე გარკვეული არალეგიტიმური სამუშაოების ჩატარების სურვილი კიდევ ერსებობს.

„მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ პრობლემების მოგვარების, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გააქტიურონ ქმედებები და ზეწოლა ოკუპანტებზე, რათა მოხდეს ერთობლივი მონიტორინგის ჩატარება. ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მდგომარებაა ადგილზე. სწორედ ამიტომ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციბი უნდა გააქტიურდნენ“, - ამბობს ანთაძე.

აფხაზეთში მდებარე X საუკუნის ბედიის მონასტერი უმძიმეს მდგომარეობაშია. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ქართულ მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებს. ბედიის მონასტერში დაზიანებულია ფრესკები.

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი