4 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სარდაფში შენახული დამპალი კარტოფილი გახდა - შემთხვევა ჩელიაბინსკში

14:51 09-15-2019
1579

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის კუსინსკის რაიონში, კერძო სახოვრებელი სახლის ოთხი ბინადარი დამპალი კარტოფილის გაზით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

კუსინსკის რაიონის ხელმძღვანელის თქმით, კერძო სახლის სარდაფში კარტოფილი გაფუჭდა და შენობაში მისგან აორთქლებული შხამი დაგროვდა, რაც, საბოლოო ჯამში სახლში მცხოვრებთა გარდაცვალების მიზეზი გახდა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონალული პრესსამსახურის რეგიონის ცნობით, სარდაფში სამი ადამიანის გვამთან ერთად იყო მეოთხე, სასიცოცხლო ნიშნების ადამიანიც, რომელოც რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ოთხ დაღუპულს შორის ერთი ბავშვია.