აჭარის მთავრობა 1953 წელს გამოშვებულ „პაბედას“ ყიდის

14:43 09-15-2019
213

აჭარის მთავრობამ აუქციონზე საბჭოთა კავშირის დროს, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი - პაბედა გამოიტანა. 1953 წელს გამოშვებული შავი „GAZ M20 POBEDA” საწყისი ღირებულება 4500 ლარია, თითო ბიჯი კი 150 იქნება.  

ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - BB 194 BT აღწერილობის მიხედვით, ცუდ მდგომარეობაშია. რაღაც ნაწილები დაჟანგული აქვს, დაზიანებულია ძრავიც და დაშვებული აქვს საბურავები.  სახარბიელო მდგომარეობაში, არც ტყავის სალონია.

წყარო: აჭარის ტელევიზია