ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი მუშის ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს

14:15 09-15-2019
46

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი მუშის ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს.

დღეს, 15 სექტემბერს ჭავჭავაძის 32 ნომერში სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა დაიღუპა. ადგილზე მისულ მაშველებს მუშა უკვე დაღუპული დახვდათ.

თბილისის მერიააში ამბობენ, რომ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას არ უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.