თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უბედური შემთხვევის დროს მუშა გარდაიცვალა

13:26 09-15-2019
581

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა ჭავჭავაძის #32 ნომერთან, ილიას უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუშის გარდაცვალება მერიის მიერ წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ უკავშირდება.

გავრცელდა ასევე ვერსია, რომ უბედური შემთხვევა ილიას უნივერსიტეტის მიერ კერძო დაკვეთას უკავშირდება. დეტალებზე „პრაიმტაიმი“ მუშაობს.