მსოფლიოს პირველი ჩოგანი ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაზარალებულებს დაეხმარა

11:01 09-15-2019
161

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერენა უილიამსმა ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალდორიანისშედეგად დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინაამის შესახებ საკუთარტვიტერზე“ „ბაჰამას პრეს“-მა (Bahamas Press) დაწერა.

ჩოგბურთელი პირადად ჩაფრინდა ბაჰამის კუნძულებზე და დაეხმარა ეკლესიას, რომელშიც ქარიშხლისგან დაზარალებულები ცხოვრობენ.

სუპერვარსკვლავი სერენა უილიამსი პირადად ჩამოფრინდა ბაჰამის კუნძულებზე, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქარიშხალდორიანისშედეგად დაზარალებულების დახმარებაში. მან სოლიდური თანხა შესწირა ეკლესიას, სადაც ბევრი დაზარალებული ცხოვრობს“, – წერია შეტყობინებაში.

ბაჰამის კუნძულების ავარიული სამსახურების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარიშხალ „დორიანის“ შემდეგ დაკარგულად 2 500 ადამიანი ითვლება. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 50 ადამიანი იმსხვერპლა. 

ბაჰამელების 17% უსახლკაროდ დარჩა.