აჭარაში ფერმერებს ყინვის რისკისგან ციტრუსის დაზღვევას სთავაზობენ

10:51 09-15-2019
33

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს სთავაზობს ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაზღვევის პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში, ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.