ალბათ უბედურება წინასწარ იგრძნეს და ეს ფოტო გადაიღეს - საზარელი ავარია ბაღდათში

10:39 09-15-2019
4481

6 აგვისტოს, ბაღდათის ცენტრში, ავტოსაგზაო შემთხვევას შეყვარებული წყვილი ემსხვერპლა.

19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მისი შეყვარებული მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წყვილის მიერ ავარიამდე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ერთი თვის წინ ბაღდათში საშინელმა ავარიამ შეიწირა შეყვარებული წყვილი მარიამი და დავითი, რომლებმაც ალბათ ეს უბედურება წინასწარ იგრძნეს და ეს ფოტო გადაიღეს და მერე.... მარადისობაში გადასახლდნენ.. 15 წლის მარიამი და 18 წლის დავითი“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.