ნარკოდანაშაულისთვის გორში 50 წლის კაცი დააკავეს

09:59 09-15-2019
41

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორში ნაკოდანაშაულისთვის გორში ერთი პირი დააკავა.

„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ზ.კ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი 84,65 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.