„თავდაცვა და უსაფრთხოება“ - სკოლის სასწავლო პროგრამას ახალი საგანი დაემატა

09:58 09-15-2019
73

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში ახალი საგანი ,,მოქალაქეობა“ დაემატებათ. მას მეშვიდე კლასში ასწავლიან.

კიდევ ერთი საგანი, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან შევა პროგრამაში ,,თავდაცვა და უსაფრთხოებაა“. მოცემულ სახელმძღვანელოში მოსწავლეები აგვისტოს ომის ისტორიას ისწავლიან.

პროექტი, განათლების სამინისტროს ცნობით, საპილოტეა და თავდაცვის აკადემიასთან ერთად მომზადდა. სახელმძღვანელო მეათე კლასში შევა და სექტემრიდან მხოლოდ რამდენიმე სკოლაში ისწავლიან. საგანი შესაძლოა სამხედროებმა ასწავლონ, რომლებიც სპეციალურ ტრენინგსა და გადამზადებას გაივლიან.

წყარო: mshoblebi.ge